გვერდი იტვირთება
გვერდი იტვირთება
აირჩიე მხარდაჭერა, რომელიც შენს მიზნებს შეესაბამება
სრულად პერსონალური მხარდაჭერა შენი მიზნებისთვის
ეს შენთვისაა! თუ გინდა გეგმა, რომელიც მთლიანად შენს სხეულზე, ცხოვრების წესსა და რეჟიმზეა აგებული.
შაბლონურ პროგრამას არ მიჰყვები. ანუ ყველაფერი იმისთვისაა შექმნილი, რომ თანმიმდევრულობა შევქმნათ და რეალური პროგრესი დაინახო.
ჩამოაყალიბე კვების სწორი ჩვევები
თუ მკაცრი დიეტებით დაიღალე და გინდა გაიგო, როგორ იკვებო ისე, რომ შენს მიზნებთან შესაბამისობაში მოვიდეს, დროა რაღაც შეცვალო!
მთავარია ჩვევები, რომლებსაც გამოიმუშავებ, საყვარელი საკვების უარყოფის გარეშე.
სრული მხარდაჭერა
ყველაფერი ერთ სივრცეში: ვარჯიში, კვება და ჩვევები.
ეს მხარდაჭერის ყველაზე მაღალი დონეა, რომელიც დაგეხმარება სხეული შეცვალო და შედეგი სამუდამოდ შეინარჩუნო.
შეავსე განაცხადის ფორმა და მომიყევი შენი მიზნების, რეჟიმისა და იმის შესახებ თუ რაში გჭირდება დახმარება.
მოკლე ზარით განვიხილავთ შენს მიზნებს და ავირჩევთ მიდგომას, რომელიც შენ ყველაზე მეტად მოგერგება.
მიიღებ პერსონალურ გეგმას და რეგულარულ პროგრესის კონტროლს, რომ რაც შეიძლება წინ წახვიდე.
ჯგუფური ვარჯიში
ინდივიდუალური ქოუჩინგის გარდა, სტეპ აერობიკასაც გთავაზობ. ქორეოგრაფია, ინტერნსიური კარდიო და ერთად ვარჯიშის ხალისი სახალისო გზაა გამძლეობის კოორდინაციისა და ძალის გასავითარებლად ნებისმიერ დონეზე.
გსურს მეგობრებთან ერთად, შენთვის სასურველ გარემოში ვარჯიში?
შეგიძლია მეგობრებთან ერთად საკუთარი ჯგუფი შექმნა და დამოუკიდებლად, სხვა ჯგუფებისგან განცალკევებით ივარჯიშოთ.
ჯგუფის შესათანხმებლად და დეტალებისთვის დამიკავშირდი!
ერთი, ორი, სამი… წავედით!
სტეპი
საბაზისო მოძრაობა, რომელზეც ყველაფერი შენდება: ზევით, ზევით, ქვევით, ქვევით, რიტმში.
ნახტომი
მსუბუქი ნახტომები და მუხლის აწევა, რომლებიც პულსსაც და განწყობასაც მაღლა სწევს.
ჩაჯდომა
ჩაჯდომები მსუბუქი ჰანტელებით ძლიერი ფეხებისა და დუნდულებისთვის.